გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.
21 ივლისს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +32 და ღამით +21 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19.
ბათუმშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ასევე წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.
მცირე ქარი და წვიმაა ნავარაუდევი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმში. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.
ბორჯომში ნალექიანი ამინდია, +31 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში იწვიმებს. დღისით +34 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +25, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +35 გრადუსი იქნება, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.