როგორ გავატაროთ 31 დეკემბრიდან 12 იანვრამდე პერიოდი და როგორ დავხვდეთ 2025-ს, ხის მწვანე გველის წელს - ამის შესახებ ეზოთერიკოსი და ნუმეროლოგი ნინა სუსლოვა "დილა მშვიდობისა საქართველო-ს" ეთერში გვიყვება.

ეზოთერიკოსი ყვება, რომ ახალი წლის პერიოდში მნიშვნელოვანია იანვრის პირველი 12 დღე, რომლის მონაკვეთიც მთლიანად ბედობად ითვლება - მისი თქმით, არ არის აუცილებელი ყველა წესის შესრულება, თუმცა, თუ რაიმე ახალის შემატება გვსურს ჩვენს ცხოვრებაში, ამისთვის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ 1-12 იანვარი.

"1-დან 12 იანვრამდე ყოველდღე არის ბედობა, თუმცა ძირითადად შემთხვევაში ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, 2-ს და არ ვაქცევთ ყურადღებას ამ 12 დღეს. მაგრამ, ეს 12 დღე აღნიშნავს 12 თვეს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა წესი შევასრულოთ, თუმცა შეგვიძლია, ჩვენთვისვე იქნება უკეთესი. პირობითად, თუ გვინდა რაიმე კონკრეტული მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში, შეგვიძლია, რომ ეს 12 დღე ძალიან მარტივად გამოვიყენოთ იმის მისაღწევად, რაც გვინდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდეს, მოხდეს და ხელი შევუწყოთ", - აცხადებს ნინა სუსლოვა.

ნუმეროლოგის თქმით, ახალი წლის ღამეს მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობა გვექნება და ასევე - გარემოც, რომელსაც მწვანე გველს დავახვედრებთ.

"პირველ რიგში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შევხვდებით ახალ წელს - განწყობა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი განწყობა გვექნება და ასევე - გარემო, როგორსაც დავახვედრებთ ამ შემთხვევაში ახალი წლის მმართველს. უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს. თუნდაც, მაგალითად, სუფრაზე დავახვედროთ ის პროდუქტები, რომლებიც მისთვის მისაღებია. შეიძლება ითქვას ამას რატომ ვაკეთებთ, რა საჭიროა, მაგრამ, როდესაც გვინდა ვიღაცას მოვაწონოთ თავი - ანალოგიურს ვაკეთებთ, როცა გვინდა, რომ ჩვენ მოვეწონოთ და იყოს დადებითი წელი - იგივე ქმედებას ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია გარემო, რომელიც იქნება შექმნილი, იყოს მისთვის მისაღები და კომფორტული".

რაც შეეხება სურვილების ჩაფიქრებას - ახალ, 2025 წელს, არ არის სასურველი სურვილების დაწვა, ვინაიდან ხის წელი მოდის, არ არის რეკომენდებული ცეცხლის ენერგიის გამოყენება. ასევე არ არის სასურველი მრავალი სანთლის დანთება, საკმარისია ერთი სანთელი, ვინაიდან "გველის წელს" სიმყუდროვე უყვარს. იმისთვის, რომ სურვილი აგვიხდეს, მნიშვნელოვანია მისი ჩაფიქრება ზუსტად 00:00 საათზე, შემდეგი ფორმით "მე მზად ვარ...".

"სურვილის ჩაფიქრებას რაც შეეხება, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად 00 საათს, როცა ფოიერვერკია, ბედნიერი ენერგიაა, როცა ყველა ბედნიერია - მაგ მომენტში ჩაფიქრებული სურვილი უფრო მარტივად ხდება იმიტომ, რომ ყველა გამოხატავს ამ დადებით ენერგიას.

წელს არ არის სასურველი [სურვილის ფურცელზე დაწერა და დაწვა] იმიტომ, რომ რადგან ხის წელი მოდის, არ არის სასურველი, რომ ცეცხლის ენერგიის გამოყენება მოხდეს და ეს ფურცელი შემდგომ დაიწვას. ხის მწვანე გველის წელი მოდის - ამ შემთხვევაში, ცეცხლი ხომ წვავს ხეს, ამიტომ არ არის სასურველი, რომ ამ შემთხვევაში დავწვათ. დავწეროთ და შევინახოთ. სურვილების მიმართულებით ცეცხლი არ არის სასურველი, სანთლების ანთება შეიძლება და არა ბევრი, ერთი სანთელი - გველს უყვარს მყუდრო გარემოს შექმნა, შეგვიძლია სიმყუდროვე შევქმნათ, ავანთოთ სანთელი სიმყუდროვის შემოტანისთვის, თუმცა არ უნდა იყოს ბევრი სანთელი.

უმჯობესია, წელს შევინახოთ დაწერილი სურვილები, ან ჩავიფიქროთ ზუსტად 00:00-ზე და ძალიან დიდი ალბათობა არის იმის, რომ ასრულდება - თუ სწორად ჩავიფიქრებთ, რეალურად, ენერგია ამის შესაძლებლობას გვაძლევს. სწორად, ანუ "მე მზად ვარ..." ამ ფორმით, ეს არის ჯადოსნური გასაღები და ძირითად შემთხვევაში, ვინც სწორად იფიქრებს, თითქმის ყველას უსრულდება, თუ მათი სურვილია და რეალურად უნდათ - ყველა ადამიანს უსრულდება".

ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მეკვლეს არა 2 იანვარს, არამედ 1 იანვარს, თუ ვის შემოვუშვებთ სახლში პირველს ახალი წლის შემოსვლისთანავე.

"ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მეკვლეს 1-ში, ამ შემთხვევაში, პირველი ადამიანი, რომელიც შემოდის სახლში. ძირითადად, ეს არის ადამიანი, რომელიც არის უცხო, ვისაც პირველად შემოუშვებ სახლში. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი ენერგია ექნება. კარები იღება და შემოდის პირველი ადამიანი, რომელსაც შემოაქვს რაღაც ენერგია - ან კარგი, ან ცუდი. დიდი მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა.