რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მიზნით მიმდინარე აქციით ამდრომდე  2500-ზე მეტმა პირმა ისარგებლა.  იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით გამოცხადებული აქცია,რომელიც პოტენციურ ამომრჩეველთა სიის სრულყოფას ისახავს მიზნად, 15 თებერვალს დაიწყო და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტი სწორედ იმისთვის შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება და ამ უფლების რეალიზება დაუბრკოლებლად შეძლოს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს: მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზებისაღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვისმაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.

ამჟამად მიმდინარე აქციით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სრულწლოვან პირებს, ან მოქალაქეებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 2016 წლის 30 ოქტომბრამდე, უსრულდებათ 18 წელი.  შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც რეგისტრაციიდან არიან მოხსნილი. აქციის ფარგლებში, მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, თუ ისინი ახალ მისამართზე გაივლიან რეგისტრაციას.

მოქალაქეს, რომელმაც არ იცის დანამდვილებით, მოხსნილია თუ არა რეგისტრაციიდან, ამის გარკვევა შეუძლია სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე  www.sda.gov.ge (http://sda.gov.ge/?page_id=8677), ან სააგენტოს ცხელიხაზის ნომერზე (2 40 10 10) უფლებამოსილი პირისგან.

ინფორმაციისთვის, პირი რეგისტრაციიდან იხსნება შემდეგ შემთხვევებში:

  • ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირიბოლო 6 თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს;
  • საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბინის ახალი მესაკუთრესაკუთრების რეგისტრაციისას მოითხოვს ფართისძველი მესაკუთრისა და აღნიშნულ მისამართზე დაფიქსირებული პირების რეგისტრაციიდან მოხსნას და სხვ.

ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს აქცია იმ პირებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე არც ერთიდოკუმენტი (ანუ აქვთ ვადაგასული პირადობა/პასპორტი). გაუქმებული დოკუმენტების  მქონე პირები პირადობის ახალიელექტრონული  მოწმობების უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთებას სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციისსახლის ფილიალებში და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

აღნიშნული აქციების შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლია იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების სამსახურის საშუალებით,  ტელეფონის ნომერზე – 2 405 405.