"აიპრესი" გთავაზობთ ბაგების სტუდქალაქში არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტორეპორტაჟს. კორესპონდენტის ცნობით, სრულად დამწვარია ლიფტის შახტა, პირველიდან მეშვიდე სართულის ჩათვლით სრულად დაიწვა ჰოლი.

ამასთან, ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა მე-6 და მე-7 სართულზე არსებული ბინები. ნაწილობრივ დაიწვა მე-14 სართულზე ბინა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ცნობით, სიგარეტის ნამწვავის გადაგდების გამო ნაგვის ბუნკერში გაჩნდა და შემდგომ ლიფტის შახტას გადაედო. ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩნდა და მისი ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხერხდა.

ალეკო შარვაძის ფოტორეპორტაჟი.