ქუთაისის ცენტრალურ უბანში, პუშკინის ქუჩაძე, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად ქუთაისი თეატრალური საზოგადობის ოფისი და ფოტო სტუდია "ლომთა" დაიწვა. სამუშაო ბრიგადები ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

როგორ სამაშველო სამსახურში "აიპრესს" განუცხადეს ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ხანძრის სრულად ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხანზრის შედეგად არავინ დაშავებულა.", - განაცხადეს სამაშველო სამსახურში. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ცენტრალურ უბანში, პუშკინის ქუჩაზე შენობა იწვოდა, ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.