ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის 3/15-ში შიდა წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ვაკის რაიონის გამგეობა ავრცელებს. 

დაზიანებული ქსელის გამო კანალიზაციიდან ამოსული წყალი არა მარტო ქობულეთის ქუჩაზე, არამედ მიმდებარე შროშის ქუჩაზე სისტემატიურად მიედინებოდა.

რეაბილიტაციის შედეგად, პრობლემა ქობულეთის 3/15-ის 95 ოჯახს და, შესაბამისად, შროშის ქუჩის მაცხოვრებლებსაც მოუგვარდება.

სამუშაოების დაფინანსების ბრძანება მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ გადასცა.

აღნიშნულ მისამართზე შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებაა 43 224 ლარი.