მარნეულში, სოფელ ჯანდარაში უბედური შემთხვევა მოხდა, წყალარინების ქსელების მშენებლობისას მუშა დაიღუპა.
სამშენებლო სამუშაოების დროს გათხრილ ორმოში ორი მუშა ჩავარდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მომხადარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.