ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ "ერთიანობის დღის" წინ დამატებით 25 პოლიტპატიმარი შეიწყალა. 

ლუკაშენკოს ადმინისტრაციის მიხედვით, გათავისუფლებულთა შორის 13 კაცი და 12 ქალია, ძირითადად 40-წლამდე ასაკის 13 კაცი და 12 ქალია. ოფიციალურად მათ ბრალი "ექსტრემისტულ დანაშაულში" ედებოდათ.

მანამდე, 11 სექტემბერს, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 52 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სანაცვლოდ, აშშ-მ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანიის, Belavia-ს წინააღმდეგ სანქციები გააუქმა.

ამავდროულად, ბელარუსული მედია ციტირებს ტრამპის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ტრამპმა ლუკაშენკოსთან საუბრისას მინსკში აშშ-ს საელჩოს ხელახლა გახსნის სურვილი გამოთქვა.