გიორგი რურუას პოსტს რომ აფრიალებენ აქეთ-იქით ტელევიზიაში სასტიკად მიუღებელია! მერაბიშვილი კი არის ნაგავი, მაგრამ "კეთროვანი-მიუღებელიო" რო წერს, კეთროვანი არ იცით ვინ არის? კეთრი არის დაავადება გამოწვეული ბაქტერიით, რომელსაც მიკობაქტერია ქვია. იგივენაირი დაავადებაა როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება, დიაბეტი მაგალითად. - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი პიმენ ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დიაბეტიანი-მიუღებელიო" იტყოდით ვინმეზე? თუ გგონიათ კეთრი აღარ არსებობს დღეს და შეურაცხყოფას არავის აყენებთ მაგით, მინდა გამცნოთ მაშინ, რომ დღესდღეობით ოფიციალური სტატისტიკით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 208000 (ორასრვაათასი!) კეთრით დაავადებული არსებობს მსოფლიოში. გამოფხიზლდით რა!" - წერს პიმენ ყურაშვილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთმა მეწილემ გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში, "ფეისბუკში" დაწერა: "Nika Melia Nika Melia / ნიკა მელია ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა.მან გაარკვია რატომ არ გაქონდათ ნარჩენები დროულად და, თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა, ოკეანე, რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი. ახლა ჩვენთან რა ხდება,ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი.
ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში. პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას. დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ. აქ მოკლედ დავწერე მთავარი აქცენტები. მე ვუჭერ მხარს ნიკა მელიას, ვუსურვებ გამარჯვებას, როგორც შიდა ასევე მომავალ არჩევნებში"