პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 14 ნოებრიდან, ორი კვირის განმავლობაში, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.









