არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს თავს საკუთარ სახლში დაესხნენენ და ჭრილობები მძინარე მდგომარეობაში მიაყენეს, მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკა ,,მედალფაში“ გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ განაცხადა,მამაკაცს ჭრილობები მთელი სხეულის ზედაპირზე ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მისი შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ,,მამაკცს მთელი სხეულის ზედაპირზე აღენიშნება ბასრი იარაღით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობები. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. იგი მოთავსებუია ქირურგიულ განყოფილებაში. მდგოარეობა საშუალო სიმძიმისააა,“- აღნიშნა დავით მდინარაძემ. როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.