დასკვნა, რომელიც გვაქვს, ამბობს, რომ [შოვში] გარკვეულ კლდის მონაკვეთში არის საფრთხეები, რის გამოც ამ ადგილზე რაიმე ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება არ არის სასურველი, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
„ჩვენ მოგვიწევს დამატებითი კვლევების ჩატარება. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პროცესი სრულად არის შეფასებული. უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ დღესდღეობით დასკვნა, რომელიც გვაქვს მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით და რა თქმა უნდა, ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით, ამბობს, რომ [შოვში] კლდის გარკვეულ მონაკვეთში არის საფრთხეები, რის გამოც ამ ადგილზე რაიმე ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება არ არის სასურველი“, - აღნიშნა შამუგიამ.
რამ გამოიწვია შოვსა და სოფელ ნერგეეთში განვითარებული სტიქიური მოვლენები - უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მომზადებული საბოლოო დასკვნა უკვე ცნობილია.