ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსის სავარაუდოდ, მეოთხე სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის მამაკაცია, ოთხ დაშავებულს შორის ერთი ბავშვია და მისი მდგომარეობა სტაბილურია, ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
აფეთქების შედეგად, რისი მიზეზიც, წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვაა, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, შენობის შემოწმების დასრულებამდე კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები დროებით საცხოვრებლებში განთავსდებიან. ამასთან მან აღნიშნა, რომ ზუსტად თქმა შეუძლებელია, რამდენი ოჯახია კორპუსში.
ეს კორპუსი სრულად დასახლებული არ იყო. ბინების ნაწილი იყო დაკეტილი. ალბათ რამდენიმე ათეულია კორპუსში მცხოვრებთა რაოდენობა, - თქვა მან.