საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ორშაბათიდან კვერცხის ფასი შემცირდება. მწარმოებელთა განცხადებით, პროდუქტის ფასი 5 %-ით დაიკლებს.
გავრცელდა მწარმოებელთა ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ითვალისწინებენ პრემიერის ინიციატივას და ფასს ამცირებენ.
„გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯი და ამ სიტუაციის გარკვევის გამო, შესაძლებლობის მიხედვით დავწიეთ ფასი მინიმალურამდე და სადღაც 5%-ით შევძლებთ ორშაბათიდან გავაიაფოთ კვერცხი. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ლარის კურსი მყარია და იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება მომავალშიც, ამდენად, ამ ეტაპზე განსაკუთრებული რყევების და ცვლილებების მოლოდინი არ გვაქვს“, - განაცხადა „ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.








