საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძე გარდაიცვალა.
გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების ფაქტი "აიპრესს" თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, 2023 წლის 15 ივნისს, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.
დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყონებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდებოდა.
პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩებოდა
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ.