მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 9 თვე ჩვენთან არის და ყველაფერს ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობისთვის - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
"ფაქტია, რომ ეს ადამიანი 9 თვე ჩვენთან არის და ყველაფერს ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობისთვის. გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო. როდესაც მე მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებაზე ძალიან ავადმყოფური განცდა მაქვს, ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება. ასეთი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია" - განაცხადა ნინო ნადირაძემ.
მისი თქმით, ის არავისგან მართული არაა და თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმედ გამოკითხვაზე ექსპრეზიდენტის ადვოკატებისგან მწვავე კითხვებს ელოდა.
"მე არ მყავს ავტორიტეტების. ჩემი ერთადერთი ავტორიტეტია ღმერთი და სიმართლე. ერთგანაც მართალი ვარ და მეორეგანაც მართალი ვარ. დანარჩენი არც ვინმეს თანამდებობა მაინტერესებს და არც ვინმე "პაგონები"
მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, ვინმე მიცნობს, ბავშვობიდან ასეთი ვიყავი...
მე არავის კარნახით არ ვმოქმედებ. 9 თვე თუ 8 თვე პროცესს მართავ, შენ რომ გაგაღვიძონ ძილში, ყველასთვის უნდა გქონდეს კითხვა. კონკრეტულად ნინო ნადირაძისთვის, კონკრეტულად თამარა დავარაშვილისთვის, სრულიად მოუმზადებლები იყვნენ. და მე მეწყინა. მე მიხარია როცა ღირსეული მოწინააღმდეგე მხვდება. იქ (სასამართლო) რაღაცა სხვას ველოდი, იმედი გამიცრუვდა. სხვას ველოდი, შემტევი, საქმის მცოდნე, ისეთი კირკიტა ადვოკატები რომ დამხვედროდნენ, ჩემთვის ეს გამოწვევა იქნებოდა.
ჩემი პროგნოზი ასეთია, ბატონი მიხეილი იქნება კარგად, თავის ყველა მეუღლესთან ერთად, საზოგადოებაც იქნება ბედნიერად და მე, დავრჩები მეუღლის გარეშე, იმიტომ რომ გუგამ გამომიცხადა, მე ცოლი დავკარგე და სავარაუდოდ ის მიმატოვებს. და აი, 50 წლის ქალი დავრჩები უქმროდ." - განაცხადა ნინო ნადირაძემ.