საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავი საზეიმო შეკრება, მედიასა და სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა. რასაც "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე "ფეისბუკში" გამოეხმაურა.
"13 წელია ნუნუკა ჩემი მეგობარია, უახლოესი მეგობარი და ყოველ წელს მის დაბადებისდღეს ვიკრიბებით გოგოები ( უმეტესწილად გოგოები) არც თანამდებობა ჰქონდა მის ქმარს და გადამდგარ რეჟიმშიც არცერთი წელი არ გამოგვიტოვებია რომ ეს დღე არ აღგვენიშნა, მაშინაც ასე ვიკრიბებოდით როცა დევნიდნენ მის ოჯახს. წელსაც სიურპრიზად ისევ გოგოები 50-60-ამდე შევიკრიბეთ. არც ელოდა ნიკოს გამგზავრების გამო არ ჰქონდა სურვილი გადახდის და არ ჩავუგდეთ მეგობრებმა ეს დღე. მისი ქორწინების 20 წლისთავიც ემთხვევა ამ დღეს დამატებით. - ნინა კობახიძე, გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
შატო ვერეს 60-კაციან დარბაზში შევიკრიბეთ-დრონმაც კარგად დააფიქსირა ქალების რაოდენობა. ხარჯებს რაც შეეხება მეგობრების მოწყობილ დაბდღეს ხარჯს ვინ გადაიხდიდა მგონი არავის გაუკვირდება მეგობრობისთვის მოწყობილი სიურპრიზები.
სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენება კერძო მიზნებისთვის, პირადი ხარჯით შესაძლებელია კანონიერად და ამაზე ოფიციალურმა პირებმა უკეთესად უპასუხონ. 10 კაცის თურქიშით ფრენა უფრო იაფი დაჯდებოდა თუ 20 წლის ჯორჯიან აირვეისის თვითმფრინავით გადაითვალონ. ვინ დაფარა და ოჯახმა! ბიზნესს ასოციაცია, კომპანიები მუდმივად ვქირაობთ თვითმრფრინავებს დიდი ჯგუფები და თანამშრომლები როცა მიგვყავს.
პ.ს როცა ჩემ მეგობარს ეხებიან ასე ბინძურად მეც მეხებიან და ამ დროს სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას პირდაპირ, შელამაზების გარეშე. ზოგადად პოლიტიკური დებატი არ უნდა ეფუძნებოდეს პირადი ცხოვრების არაკორექტულ კრიტიკას. ჩაცმულობას, გარეგნობას და სამხატვრო გემოვნებას. ვისაუბროთ საქმეზე, კანონზე და მის უზენაესობაზე - დანარჩენი ლირიკაა." - წერს ნინია კობახიძე სოციალურ ქსელში.