თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის ათვისების საკითხი ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში განიხილებოდა და ამ იდეებზე  მუშაობის პროცესში მონაწილეობა თავადაც მიუღია.

„მაშინაც ვუჭერდი და დღესაც ვუჭერ მხარს ამ ტერიტორიაზე მოეწყოს სკვერი, გამწვანებული სივრცე, რომელიც ტექნიკურადაც შესაძლებელია და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა“,  -  განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.