ნიკა მაჩაიძე: აქციაზე პროვოცირება მოხდა, მერე თავმოტვლეპილი ნიკა მელია გაქრა...
1561279425
კომპოზიტორმა და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერმა ნიკა მაჩაიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიასთან და ეკა კვეიტაძესთან ჩართვაში, 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე მომხდარი ფაქტის გამო ოპოზიციის ქმედებები გააკრიტიკა.
პ.ს. მასალა შეიცავს უცენზურო სიტვებს.
"მე მყავს პატარა ძაღლი, რომელსაც ყოველდღე ვასეირნებ, ეს ძაღლი რომ მოჯვამს, მე მიმაქვს ცელოფნის პაკეტი და ვიღებ ამას და ვაგდებ. თუ შეიძლება, ვინ მოჯვა, აიღონ ეს ყველაფერი და გადააგდონ და თვითონ გაყვნენ, რუსეთში წაიღონ და იქ გადააგდონ... ამაში ვგულისხმობ იქითა მხარეს ვინც იყო, ვინც ისროდა, ვინც ამის ბრძანება გასცა, ყველა და კიდევ „შაკალები“ და მელიები, რომ არ იყვნენ აქეთა მხარეს, რომლებმაც ამ ყველაფრის პროვოცირება გააკეთეს... ესენიც ზუსტად ისეთი დამნაშავეები არიან აქციაზე მომხდარზე...“ - განაცხადა მაჩიტაძემ
ნიკა გვარამიას კითხვაზე, როგორც სისხლის დამღვრელები?
ნიკა მაჩიტაძე: რაც გუშინ მოხდა ამის პროვოცირებაც მოხდა, ეს ძალიან კარგად ჩანდა და ის თავმოტვლეპილი მელია, რომელიც იქ პირველი იდგა, მერე გაქრა სადღაც წავიდა. იქ არ დამინახვას. შიგნით შევარდნა, ეს იყო პროვოცირება და ასეთი რამე, შევარდნა არ უნდა ხდებოდეს. ეს ყველაფერი, მშვიდობიანი აქცია ომში არ უნდა გადაიზარდოს.
ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.
ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.
მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.
მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.
2019 წლის 21 ივნისს შსს-მ განცხადება გაავრცელა და გამოკითხვაზე ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დაიბარა
მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.




