პუტინმა რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა  ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლიც მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა ria.ru ავრცელებს.

პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, გასცა რეკომენდაციები და ტურისტულ კომპანიებს მოუწოდა, დროებით შეაჩერონ ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. . – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად