საკუთარი წერილით მსოფლიო პატრიარქისადმი, რომლითაც იცავს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს, საქართველოს საპატრიარქო: - ამის შესახებ მსჯავრდადებული "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
✔️ შორდება უძველესი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ სულისკვეთებას;
✔️ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ღიად და მკაფიოდ გაცხადებულ ნებას;
✔️ უპირისპირდება ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლურ პრინციპებს და ისტორიულ ინტერესებს;
✔️ უმძიმესი დილემის წინაშე აყენებს საკუთარ მრევლს, არჩევანი გააკეთოს სამოქალაქო პოზიციასა და რელიგიურ მრწამსს შორის და ამით აზიანებს და ძირს უთხრის პირველსაც და მეორესაც;
✔️ ხელოვნურად ქმნის და აღვივებს სეკულარული პატრიოტიზმის და რელიგიური მიკუთვნებულობის ტრადიციის არათავსებადობის და ურთიერთგამომრიცხაობის უკიდურესად საშიშ პარადიგმას;
✔️ ოპერირებს არა როგორც ავტოკეფალური ეკლესია, არამედ როგორც რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ავტონომიური საეკლესიო ერთეული, რომელიც უპირისპირდება მსოფლიო მართლმადიდებლურ ერთობას და პირადად მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს. - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს წერილით მიმართავს. სადაც წერია: "პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც.
ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს"