მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუთითებს ანორექსიის ერთ-ერთ მძიმე გართულებაზე - კახექსიაზე - ამის შესახებ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"პაციენტის წონაში კლება მართლაც მნიშვნელოვანია. აპრილში რომ ვნახეთ 101 კილომდე იყო. ახლა ის 73, 6 კილოა. უჭირს მეტყველება, ძირითადად წევს, დგება დახმარების საშუალებით. დგომა ჩარჩოს საშუალებით შეუძლია. წნევაც უვარდება ხანგრძლივად დამდგარს, სიცხეც მომატებული აქვს. არის კუნთების განლევა. ეს ყველაფერი მიუთითებს ანორექსიის ერთ-ერთ მძიმე გართულებაზე კახექსიაზე. როგორც ადრე გვითქვამს, ეს არის ანორექსიის ლოგიკური გაგრძელება. როცა კახექსია ხსენდება, ის უკვე მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ აქაც არის გრადაციები. ამ გრადაციის მიხედვით მე-4 გრადაციას მიეკუთვნება ბატონი მიხეილის მდგომარეობა. ანუ საკმაოდ მძიმეა"- განაცხადა თენგიზ წულაძემ.