ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში... ის მე შეურაცხმყოფს - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამების საკათედრო ტაძარს ინტერნეტ გამოცემა Sova.news-სთან ინტერვიუში.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როდესაც ქვეყნის მთავარ ტაძარში მივიდა და სტალინის გამოსახულებით ხატს საღებავი შეასხა, ალბათ ესმოდა, რომ ხდებოდა რადიკალური ჯგუფების სამიზნე, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაფიქრდა თუ არა რისკებზე, ნატა ფერაძემ უპასუხა:
„ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მთავარი ტაძარი, რადგან ის აშენებულია აბსოლუტურად კორუმპირებულად, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული თბილისის განაშენიანება, ის დომინირებს ისტორიულ თბილისზე. ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში, ასე ვიტყოდი. როდესაც ახალ სახლს ვყიდულობდი, ჩემი კრიტერიუმი იყო, რომ ჩემი ფანჯრიდან ის არ უნდა ჩანდეს, რადგან ის მე შეურაცხმყოფს“.
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
მომხდარი ფაქტის შემდეგ, "ალტ ინფოს" წარმომადგენლებმა ნატა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. - სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას