ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მისი ფონდი დააყადაღეს. "

"ნანუკას ფონდი დააყადაღეს. დეტალები უცნობია, მიზეზებს ვარკვევ." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკზე".

მოგვიანებით ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"ბანკში მეუბნებიან რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება.თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით.ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება."

პ.ს. შემოსავლების სამსახურს აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.