ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქსელის არ არსებობა ადგილობრივებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, მოსახლეობის თხოვნა იყო მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე კახა კალაძესთან ერთად მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გია აბუთიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს წევრი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 500 000 ლარია, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.