ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება.

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონი, მეოთხე კვარტალი, N59 და N60 კორპუსებში, ჯამში, წყალარინების გარე 239 და შიდა 238 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება. ასევე, მონტაჟდება 11 საკომუნიკაციო ჭა. N60 კორპუსში 16 გრძივ მეტრზე იცვლება სასმელი წყლის სისტემაც.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 78 200 ლარი არის გათვალისწინებული.