ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჟამად, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N1 კორპუსის ტერიტორიაზე ხორციელდება.
ტერიტორიაზე იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება. პარალელურად, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის მიერ კორპუსის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.