მწერალთა სახლში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
წელს ლიტერატურული პრემია „ანა“ გადაეცათ:
• მანონ ბულისკერიას - ნომინაციაში "ქალი პოეტი", კრებულისთვის ,,ALLA PRIMA'';
• ნინო გუგეშაშვილს - ნომინაციაში "ქალი პროზაიკოსი", კრებულისთვის ,,ჩაი ნანგრევებზე'';
• თეონა ჯიქიას - ნომინაციაში "ქალი პროზაიკოსი", კრებულისთვის ,,UBER-ებელი'ს ზღაპრები'';
• ნათია დათუაშვილს - ნომინაციაში "ქალი მთარგმნელი", მარტინა კლავადეჩერის კრებულის - ,,დაუმორჩილებლობის გამოგონება'' - თარგმანისთვის.
• ნატალია ჩიქოვანს - ნომინაციაში "ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი", კრებულისთვის ,,90''.
გამარჯვებულები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.
დაჯილდოების ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.











