ალესანდრო და სკარლეტი, აღიარეს, როგორც ყველაზე სექსუალური სახელები მსოფლიოში. ინტერნეტ-პორტალმა Baby Name Wizard-მა რეიტინგი, ხმის მიცემის მიხედვით შეადგინა ყველაზე სექსუალური სახელების სია. გამოკითხვაში მონაწილეობას 10 ათასობით ადამიანი იღებდა.
ტოპ-10 ყველაზე სექსუალური ქალის სახელებია: სკარლეტი, ნიკოლეტი, ნატალია, ანაის, პაულინა, ალესანდრა, შანელი, სორაია, ადრიანა და ჯულიანა.
მამაკაცთა სექსუალური სახელების ათეული კი ასე გამოიყურება: ალესანდრო, ლორენცო, პეტი, რომეო, მატეო, დიმიტრი, დეინი, მარჩელო, დანტე და რემი.
ინტერნეტ მომხმარებლებმა, ასევე ნაკლებად სექსუალური სახელებიც გამოავლინეს. მამაკაცების სახელები: ბობი, ერნესტი, ნორმანი, დიკი და ჰოვარდი.
ქალთა სახელებს შორის: გერტრუდა, ბერტა, აგნესი, ეტელი და მილდრედი.
Baby Name Wizard-ის დამფუძნებელმა, ლორა უოტენბერგმა განაცხადა, რომ გამოკითხვა 5 წელი გრძელდებოდა. 2014 წელს ამერიკულმა პორტალმა Fit Pregnancy-იმ გამოაქვეყნა ყველაზე „ჰიპსტერული“ ქალთა და მამაკაცთა სახელები. მაგალითად მამაკაცთა სახელებში ექსპერტებმა გამოარჩიეს ისეთი სახელები, როგორებიცაა - რომანი, გულივერი და ნიკო. ხოლო ქალთა სახელებიდან - დორა, ინესი და ჰილდა გამოარჩიეს.




