ამის შესახებ იურისტმა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"-ს თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "თავისუფალ სივრცეში", პრეზერვატივების შეფუთვასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
'საქართველოს კონსტიტუციიდან 24 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს ადგენს, არის გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტის, ვიდრე ევროპული კონვენცია და საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მორალს არ ითვალისწინებს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს, ამიტომ საქართველო სამართლიანად მიეკუთვნება ე.წ გამოხატვის თავისუფლების ე.წ ამერიკული სტანდარტის მქონე ქვეყნებს, სადაც მათ შორის, სიძულვილის ენის დასჯადობაც კი არის დაშვებული კანონმდებლობითა და კონსტიტუციით.
ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებს, მომწონს თუ არა თამარ მეფე პრეზერვატივზე, - არა, მაგრამ მომწონს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც წერია კონსტიტუციაში. ამიტომ ჩვები ბრძოლა, სიტყვის თავისუფლებისთვის არის იმაზე მნიშნელოვანი, ვიდრე ჩემი არმოწონება იმისა, რასაც ვხედავ. ვთქვათ, პრეზერვატივზე დატანილ თამარ მეფეს", - განაცხადა მშვენიერაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ დააკმაყოფილა თბილისის მერიის საჩივარი და "აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივის შეფუთვაზე წმინდა თამარის გამოსახულების და აფორიზმების გამოყენება აუკრძალა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ”აიპრესთან” აცხადებს, რომ "აიისა"-ს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლებაზე მიტანილი იერიშია!