69 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა.
"ასე ძალიან ამ ბოლო დროს არაფერი მწყენია! როგორ მქონდა იმედი... ვიზიარებ!" - წერს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მუშაობდა რუსთავის თეატრში (1978). კინოდებიუტი შედგა ფილმში: "ბეღურების გადაფრენა" (თ. ბაბუანი, 1980).
კოლორიტული სახეები შეხქმნა ფილმებში : "სიყვარული ყველას უნდა" (გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი, უმც., 1980), "ადამიანთა სევდა" (გ. ჩოხელი, 1984), "ბატონი ავანტიურისტევი" (ბ. ჩხეიძე, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი პირველი სიყვარული" (ს. ჯაჭვლიანი, 2003), "სკამი" (ლ. ბზვანელი, 2004).
მთავარი როლი შეასრულა ფილმში: "თედო" (ა. შანშიაშვილი, 2005). მონაწილეობს სხვა ქვეყნის კინოსტუდიებში გადაღებულ ფილმებში ("ნაბრძანებია ცოცხლად შეპყრობა", "ლიტვური ტრანზიტი", "გალია" და სხვ.), ტელესერიალებსა და სარეკლამო კლიპებში. თეატრისა და კინოს მსახიობი.