მიშა ფეიქრიშვილი: დამიდასტურდა covid-19, მაგრამ თავს, ამ ეტაპზე, ვგრძნობ კარგად

1603189053
პარლამენტის პიარსამსახურის ხელმძღვანელს, მიშა ფეიქრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"მადლობა მეგობრებო ამდენი ყურადღებისთვის.
დამიდასტურდა covid-19, მაგრამ თავს, ამ ეტაპზე, ვგრძნობ კარგად. იმედია ბოლომდე ასე იქნება.
სიმპტომები თუ გამოჩნდება ეშველება, მაგრამ ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როდესაც გააცნობიერებ რამხელა საფრთხე ხარ“, - წერს მიშა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელ facebook-ში.