ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცეს.

მიხეილ სარჯველაძემ, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მათი როლი ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.