"რადგან ყველა ერს თავისი სამშობლო და სახელმწიფო აქვს, კანონები უნდა ვასრულოთ, შევასრულებთ იმ კანონებს, რომლებიც ღმერთისგან არის და ახლა უცხოელს უნდა თავს მოგვახვიოს ის კანონები. ჩვენ მიგვიღეთ ისეთებად, როგორიც ვართ და აბსოლუტურად ევროპულ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება ეს", - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ამბიონიდან იქადაგა.
მეუფის თქმით, "არჩევანს რომ ვაკეთებთ, კვლავ ღმერთისკენ ვაკეთებთ. შეხედეთ, ყველგან ომია და ღმერთმა ჩვენ დაგვიცვა".
"თქვე დალოცვილებო, ვერ გაგვიცანით ვინ ვართ ქართველები? არც რუსის გვეშინია, არც თქვენი გვეშინია და არავისი არ გვეშინია. ცუდი რა არის იცით? იმათ შეუძლიათ, იმათი ქვეყნებია და უნდათ მოგცემენ ვიზას, უნდათ არ მოგცემენ, მაგრამ შენიანებს რომ იყენებენ საბაბად - იმათ ექცევი ცუდადო. ჯერ ერთი, დემოკრატიაზე რომ ლაპარაკობენ, დემოკრატია, გვითხრეს, რომ არის ხალხის ნებაო - უმრავლესობის ნებას უნდა დაყვეს უმცირესობა ხომ. ჩვენთან, რადგან ჩვენი ერი ღვთისმოყვარეა, თან მრავალეროვანი ვართ და სხვა ერებისთვისაც, როგორც ჩვენთვის, ძვირფასია ოჯახური ღირებულებები. რა გვჭირდება ახლა? - თუ ამაზე უარს ვიტყვით ჩვენ, ოჯახურ ღირებულებებზე, ბავშვების დაცვაზე იმ პროპაგანდისგან, ხომ ქრისტეს, ღმერთის ცნებების წინააღმდეგ წავალთ.
ჩვენ ხომ არავის ვეუბნებით როგორ იცხოვროს, შენც ნუ მახვევ თავს ვიღაცას... მე თუ უნდა მოვუსმინო უმცირესობას, ქართველი ერი უმცირესი ერი ვართ მსოფლიოში, და ერთადერთი ერი ვართ, რომელიც ვიცავთ ამას, კბილებით გაგვაქვს და არ დავთმობთ. ამიტომ, ჩვენთან კარგი ურთიერთობები თუ გინდათ, ჭეშმარიტი ურთიერთობები გქონდეთ და ჩვენც ვიცით ადამიანების დაფასება, რაც კარგია თქვენთან, მივიღებთ, რაც კარგია ჩვენთან - გაგიზიარებთ, ცუდს თქვენგან არ მივიღებთ. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა ისე მოვიქცეთ, რომ უცხოეთში ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე. დღეს, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი თუ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც არასწორს ითხოვენ ჩვენგან, ბოლშევიკებს მახსენებენ, რომ, არა, ჩვენ ვართ მართლები. მშვიდობისთვის ერთად ვიზრუნოთ, არც თქვენი და არც არავისი სათამაშო არ გავხდებით ქართველი ერი.
არჩევანს რომ ვაკეთებთ, კვლავ ღმერთისკენ ვაკეთებთ. შეხედეთ, ყველგან ომია და ღმერთმა ჩვენ დაგვიცვა. როგორ უნდათ აურიონ და ვერ ურევენ. უნდა მივხვდეთ ქართველები, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება არ შეიძლება, სულელების როლში ნუ გამოვალთ და ვიღაცების სათამაშო ნუ გავხდებით. მახსენდება მეოცე საუკუნის დასაწყისის სიტუაცია, როდესაც იყო ფილიპე მახარაძეები და ორჯონიკიძეები; მახსენებენ ზოგიერთი უცხოელები და ზოგიერთი ჩვენი, ზოგი სტალინს, ზოგი ტროცკის, ზოგი ხრუშჩოვს, გონიათ, რომ საქართველოსთვის რამეს აკეთებენ? იბრძვიან იმისთვის, რომ ვიზა არ გვქონდეს, მერე იმაზე იჩხუბონ, რატომ არა გვაქვს, წაგვართვეს ვიზაო.
რადგან ყველა ერს თავისი სამშობლო და სახელმწიფო აქვს, კანონები უნდა ვასრულოთ, შევასრულებთ იმ კანონებს, რომლებიც ღმერთისგან არის და ახლა უცხოელს უნდა თავს მოგვახვიოს ის კანონები. ჩვენ მიგვიღეთ ისეთებად, როგორიც ვართ და აბსოლუტურად ევროპულ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება ეს. მოდი ვთქვათ, იმპერიები არის მსოფლიოში, სახელები შეეცვალა უბრალოდ. ხოდა, ძლიერ იმპერიასთან იმიტომ მინდა ურთიერთობა, რომ ჩემი თვითმყოფადობა დავიცვა, მშვიდობისთვის ერთად ვიზრუნოთ, მაგრამ თქვენი სათამაშო არ ვართ, არავის სათამაშო არ გავხდებით ქართველები. ვინც სათამაშოები არიან პოლიტიკოსები, ახალგაზრდობა, მე ვთხოვ, დაფიქრდნენ. ძნელია ამას რომ ვამბობ, გაბრაზდნენ, მაგრამ თავის თავი დაინახონ", - აცხადებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი).