ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
"როგორც იდეალური ადამიანი არ არსებობს, ისე არ არსებობს იდეალური ოჯახი, მაგრამ სწრაფვა ხომ უნდა გვქონდეს იდეალისკენ, სწრაფვა ხომ უნდა გვქონდეს ღმერთისკენ.
თუ ავიღებთ ახლა პოზიციისაც და ოპოზიციასაც, ოპოზიციაში ახლა ვინც ჩემი ხნის არის, ან ჩემზე ოდნავ პატარა, პირდაპირ გეტყვით, საბჭოთა კავშირია დროს იყვნენ მისი დამცველები და ალბათ მაშინ ისინი თავიანთ სინდისთან მართლები იყვნენ. მათი ძალაუფლების მიმცემი საბჭოთა კავშირი იყო. მერე შეიცვალა სიტუაცია, გავხდით დამოუკიდებლები და დაგვაპირისპირეს რუსებმა, მოხდა ძმათამკვლელი ომი და ისევ ჩაერია რუსეთო და მივიღეთ შევარდნაძე. შემდეგ უკვე კარგად გახსოვთ 2003 წელი, იქაც არჩევნებია საბაბით შეიცვალა ხელისუფლება და რა მოხდა... ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა და 2003-ში ივანოვის რძით გამოიკვებნენ და ივანოვის რძე აქვთ ტუჩებზე შეუმშრალი, დღეს ივანოვი როთმა შეცვალა ვთქვათ ხო, რეალობა ეგაა."