ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბეში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. 

"რაც ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით, დამოუკიდებლობამდე იყო ერთი მნიშვნელოვანი დღე, 9 აპრილი, რომელიც უფროს თაობას კარგად ახსოვს. მიუხედავად იმისა, რა გვიქნა მაშინ საბჭოთა ჯარმა, ნიჩბები ვინც იხმარეს, ქალები ვინც დაგვიხოცეს,  ვიბრძოლეთ და კიდევ ნაკლები მსხვერპლი იმიტომ იყო. 9 აპრილის მერე იყო საოცარი რაღაც, როდესაც ტერიტორია დავტოვეთ და ნაწილი გაჩერდა ტელევიზიასთან, ნაწილი ავედით უნივერსიტეტში, ძალიან კარგად მახსოვს ეროვნული მოძრაობის მართლაც დიდი ლიდერები - მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია .. ჩემზე ათას სისულელეს ლაპარაკობენ  ხან უნდათ რომ მხედრიონელი მიწოდონ, მაგრამ მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის შვილი ვიყავი  და შვილად ვრჩები. იქ ვიდექი, სადაც ჩემი ხალხი იყო და შემდეგში  იქ ვიდგები, სადაც ჩემი ხალხი იქნება.


..როდესაც 9 აპრილის მეორე დღეს შეკრება დავიწყეთ, მე მახსოვს, როგორ გვიყვარდა ქართველებს ერთმანეთი, მასეთი სიყვარული მე მას შემდეგ აღარ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა იმპერია დამარცხდა, არჩევნებში გავიმარჯვეთ. 

მინდა ახალგაზრდობამ იცოდეს, რასაც ახლა ვიტყვი, რომ დაინახეს რომ ეროვნული მოძრაობა მოვიდა, ეროვნული მოძრაობის ორი ფრთა დააჯახეს ერთმანეთთან, რუსებს და აგენტებს უძახდნენ ერთმანეთს, მერე მივიღეთ ძმათა მკვლელი ომი, თბილისის ომის სახელით ცნობილი და დღევანდლამდე მოგვყვება ის იარა. არავის შენდობა არ უთქვამს ერთმანეთისთვის  არ გაგვიაზრებია ქართველებს არაფერი.
ჩვენ თავისუფლება ტყვეობაშიც არ დაგვიკარგავს, ყოველთვის ამაყები ვიყავით ჩვენი ღმერთით და იესო ქრისტე ყოველთვის გვიფარავდა. ამიტომ დღესაც, როცა დამოკიდებლები და თავისუფლები ვართ, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ამ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას".