საღამოს 17:00 საათზე ჩამოვფრინდები თბილისის აეროპორტში, ხოლო საღამოს 18:00 საათზე ფილარმონიასთან შეგხვდებით ყველას, - ამის შესახებ UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.
„29 სექტემბერს ჩამოვდივარ საქართველოში და შევხვდები ჩვენს ქართველ გულშემატკივარს. თქვენთან ერთად მინდა აღვნიშნო UFC-ის ქამრის მოგება. საღამოს 17:00 საათზე ჩამოვფრინდები თბილისის აეროპორტში, ხოლო საღამოს 18:00 საათზე ფილარმონიასთან შეგხვდებით ყველას. თქვენთან ერთად მინდა გავიზიარო ეს მომენტი. ხოლო მეორე დღეს, 30 სექტემბერს მექნება "აჭარაბეთის" ორგანიზებით პრესკონფერენცია. შევხვდები ქართველ ჟურნალისტებს, შეგიძლიათ მობრძანდეთ და დამისვათ კითხვები. შემდეგ დღეს ვაპირებ აჭარაში, კერძოდ, ბათუმში ჩემს გულშემატკივრებთან შეხვედრას. ასევე იმერეთში და კიდევ ჩემს სოფელში რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩემი მეგობრების გულშემატკივრების ნახვას. რამდენიმე დღე ვიქნები საქართველოში სულ 3-4 დღე ვიქნები საქართველოში", - ამბობს მერაბ დვალიშვილი.