მარიამ ხაჭვანის ფილმი "მემკვიდრეობითი სიჩუმე" 2027 წლის ოსკარის Live Action Short Film-ის კატეგორიაზეა გაგზავნილი. ამის შესახებ რეჟისორი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩემი ფილმი "მემკვიდრეობითი სიჩუმე" (Inherited Silence) ოფიციალურად ჩაერთო 2027 წლის ოსკარის რბოლაში - Live Action Short Film-ის კატეგორიაში.
ფილმმა ოსკარის საკვალიფიკაციო უფლება Tampere Film Festival-ზე მოპოვებული Grand Prix-ის წყალობით მიიღო.
ფილმი უკვე განთავსებულია Academy Screening Room-ზე, სადაც ამერიკის კინოაკადემიის წევრებს შეუძლიათ მისი ნახვა.
ეს ჩემთვის და მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია,რადგან მსოფლიო მასშტაბით ამ კატეგორიისთვის საბრძოლველად მხოლოდ 100-დან 200 ფილმამდე ერთვება.
15 დეკემბერს, 2026 Oscar Shortlist-ის ოფიციალური გამოცხადება იქნება, სადაც 15 ფილმი შეირჩევა.
მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენთან ერთად არის.
მადლობა ჯგუფის წევრებს, რომლებმაც უანგაროდ გაგვაკეთებინეს ეს ფილმი.
მადლობა მსახიობებს.
მადლობა ჯვარას მოსახლეობას და ყველას ვინც მხარს გვიჭერდა და გვიჭერს" - წერს მარიამ ხაჭვანი.




