112-ზე ტექნიკური ხარვეზის გამო, გადაუდებელი დახმარებისთვის ალტერნატიული ნომრები გამოქვეყნდა
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ზარების მიღება შეფერხებულია.
უწყების ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფი პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიურად მუშაობს, ხოლო დროებით, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, მოქალაქეებს ალტერნატიულ ნომრებზე დაკავშირება შეუძლიათ.
"გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის.
თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:
591544375
591946870
591946840
591544384
577011174
598087761
599842206
577011241
ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის." - აღნიშნულია განცხადებაში.




