ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალ "მამულის" რედაქტორი ამერიკაში, მანუჩარ პირველი წერს: 

მე რომ სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ვიყო, ანუ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, სრულიად პარტიული და საპარლამენტო რეგლამენტიდან გამოსულ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შევთავაზებდი, თვითლიკვიდაციის სანაცვლოდ პატიმრის შეწყალებას ან უკრაინისთვის გადაცემას.

ხომ ამბობენ, მთელმა პარტიამ დავყარეთ მანდატები და სხვა მიზანი არ გაგვაჩნიაო?! ფეხებზე გვკიდია ხალხმა რისთვის აგვირჩიაო?!

ხო კრძალავს კონსტიტუცია, მაგრამ ამ შეწყალებით დათქმით ჩამოვართმევდი სხვა ქვეყნის მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებას და ამით, ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყანა დაისვენებდა - ცალკე მოშიმშილე აღარ იქნებოდა ქვეყნის მთავარი ნიუსი ყოველდღიურად და ამ ავანტიურისტებისგანაც დაისვენებდა ქვეყანა.

მერე იქნებ არ გაგვეცდინა დრო და მივახლოვებულიყავით ამ ბებერ ევროპასაც. თუ რამეს "თავი" გვაქვს, რა თქმა უნდა.

მაგრამ, ეს თვითლიკვიდაციის შეთავაზებაც ისეთ ბომბს ააფეთქებს თვითონ ენმ-ში, რომ დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში. შეიძლება, მაგაზეც უარი თქვან და გამოჩნდეს მათი ნამდვილი სახეც.

პატრიარქს რომ გალობა აქვს დაწერილი, "დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო", ხომ გახსოვთ?

მეც დავიღალე ამ კაცის საცოდაობით, ვკვდებიო, შიმშილობს. გავუშვათ და დავისვენოთ ჩვენც. ჩვენი თავი შევიცოდოთ, ქვეყნის მომავალი შევიცოდოთ, ყოველი დღე მისით აღარ დავიწყოთ! ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ! ამ ერთ მშიშარას ქვეყანა არ ვანაცვალოთ!