მალხაზ მაჩალიკაშვილი: ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას განახლებული ძალებით ვიწყებ

1580279713
ასე აფასებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურის მიერ, მისი შვილის საქმის გამოძიების შეწყვეტას
„პირველი დღიდან ვიცოდი, ამ ხელისუფლებას ხვა გამოსავალი არ ქონდა. ვიცოდი რომ ეცდებოდნენ ამ ყველაფრის დაფარვას და მიჩქმალვას. საერთოდ არ გამკვირვებია პროკურატურის მიერ ამ საქმის გაჩერება.
არანაირი მტკიცებულა მას არ გააცნია და ამისთვის გოგაშვილი აგებს მწარედ პასუხს.
განახლებული ძალებით და გეგმებით ვიწყებ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, 2 წლის შემდეგ, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა.
იგი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა.
2018 წლის 10 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.