გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, – ამის შესახებ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი წერს.

„ქრისტე აღდგა! აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას. აღდგომა არის სულიერი განახლებისა და იმედის სიმბოლო, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რწმენითა და ერთობით შეგვიძლია გადავლახოთ ნებისმიერი განსაცდელი. საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ შერიგებაზე. დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას“, – წერს ლევან მგალობლიშვილი.