საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, სამსახურის უფროსთან, პავლე მაჭარაშვილთან ერთად, მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამების საკათედრო ტაძარში მოქალაქეების რიგი არ წყდება. დღეს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები, საღამოს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი  პატრიარქის ხსოვნას მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა.