„კრწანისის რაიონში რუსეთის ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი უკვე რამდენიმე წელია არსებობს. სკვერში რუსეთის ოკუპაციას შეწირულთა მემორიალიც დგას“,  -  განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების წინადადების საპასუხოდ გააკეთა.

„რამდენიმე წლის წინ კრწანისის რაიონში, 1 ჰა ტერიტორიაზე, ძალიან ლამაზი სკვერი გაშენდა, რომელსაც დედაქალაქის მერიის ინიციატივით, რუსეთის ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი ეწოდა. ამ სკვერში მდებარეობს ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი“, -  განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.