ოჯახი მეორე დღეა პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებს.
დღეს მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია, მისმა მეუღლემ "ფეისბუკში" გაავრცელა.
საბავშვო მწერალ ირმა მალათიძის ინფორმაციით, მისი მეუღლე პროფესორი გიორგი გახელაძე გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. "SOS!!!!არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!გიორგი გახელაძე გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის. პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ.
გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ.უცნობებისთვის ვწერ - გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090 - წერს ირმა მალათიძე.
დღევანდელი ძებნა უშედეგოდ დასრულა.
საღამოს გიორგი გახელაძის ძმამ, ლევან გახელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
"გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი, რომლის მიზანია ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ფერდობის დათვალიერება ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით.მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან ხვალ, 21 ივნისს დილის 10 საათზე.თან იქონიეთ ქუდები და წყალი - მოსალოდნელია ცხელი დღე.ყველას წინასწარ დიდი მადლობა!"