მე მინდა ისეთი ქვეყანა, რომელსაც მართავენ პოლიტიკოსები და არა მილიარდერები - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
„მე მინდა ისეთი ქვეყანა, რომელსაც მართავენ პოლიტიკოსები და არა მილიარდერები და მილიონერები. ეს ყველას ეხება, კარგ, კეთილ მილიონერს, კარგად ვინც იშოვა, ცუდად ვინც იშოვა, თუ გინდა, ფეხბურთელი კალაძე იყოს, მე არ მინდა მილიონერი პოლიტიკაში და ანტიოლიგარქიული კანონი ზუსტად ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს, რომ ფულიანი ხალხი პოლიტიკას არ უნდა გავაკაროთ“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.