საქართველოს კანონი “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” ამ მოწვევის პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს. ეს არის ფედერალური კანონი და თანაბრად იმუშავებს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. წინა მოწვევის პარლამენტში ანალოგიური კანონი ვერ დამტკიცდა (შედარებით სუსტი რედაქციით). ჩავარდნის მიზეზი კანონპროექტის სისუსტე არ იყო. - ამის შესახებ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის რეგიონული სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის ავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.
"ავხსნი: ჯერ კიდევ გუშინ,სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ დღეს პარლამენტი ამტკიცებდა ამ კანონს და მასში ეწერა მიუსაფარ ცხოველთა (ძაღლების) მასიური დახოცვა. ასევე ვითომ ეწერა რომ მოხდებოდა აგრესიული ძაღლების დახოცვა. ანუ,იქ მიწვეული ინდ.ცხოველთამოყვარულებს და ამ სფეროს ნჯო-ებს წინასწარ შეუქმნეს ანტიგანწყობა. სინამდვილეში კი დღეს წარმოდგენილი იყო მხოლოდ კანონპროექტი,უნდა შეიქმნას მუშა ჯგუფი და შეჯერდეს ისე,რომ კანონმა იმუშავოს ადამიანის და მიუსაფარი ცხოველის ჰარმონიული თანაცხოვრების პირობების დასამკვიდრებლად. ეს კანონი ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავწეროთ. ობიექტურები ვიყოთ,რეალურია გარემოს დაცვის კომიტეტის მზაობა. მიუსაფარ ცხოველთა პოპულაცია უნდა შემცირდეს ჰუმანური გზით და ეს არის მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაცია. ცხოველების დახოცვა არ ხდება/არ მოხდება! - წერს ლაშა გეგეჭკორი.