"არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი წინამძღვარი და ვთვლით, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა", - ამბობს კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი მიტროპოლიტი, ესაია თომას-ბარხი.
"პირადად ვიცნობდი პატრიარქ ილია II-ს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენთვის წმინდა პატრიარქი ილია ახლა მფარველ ანგელოზად ითვლება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი წინამძღვარი და ვთვლით, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ახლა, როგორც წმინდა ადამიანი, ყველა ჩვენგანის მფარველი ანგელოზია. ჩვენ არ დაგვიკარგავს ერთი ადამიანი, ჩვენ ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. მსოფლიოში ახლა დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილება, პრობლემები მართლმადიდებლურ სამყაროში და ყველგან და საჭიროა მისი ლოცვა", - ამბობს მიტროპოლიტი ესაია თომას-ბარხი




