ყველანი ვცდილობთ ძვლივს გადარჩენილი ბავშვის გარშემო პოზიტიური გარემო შევქმნათ და თქვე უსისხლოებო რეებს აკეთებთ?! რა პიარი და ანტი-პიარი, რა ვინმეს დადანაშაულება, კარი რატომ გაუღეს და რატომ შეუშვეს სახლში, სულ გაგიჟდით ხალხო ?? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ლაზარა ლობჟანიძის ოჯახის მეგობარი, თბილისის საკრებულოს წევრი კოტე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.
"სულ გასულელდით და გადახვედით ყველანაირ ადამიანურ საზღვრებს ?! რამ გაგიყინათ სისხლი და გაგხადათ პოლიტიკური სვავები ??? რაამ ??? რა სურვილი გაქვთ ესეთი ყველაფერი კორტნოთ და ჯიჯგნოთ ?!! იმ ბავშვს სოციალური ქსელიც აქვს და ყველაფერს კითხულობს თქვე ავადმყოფებო!" - წერს კოტე ზარნაძე. შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძე 14 წლის ლაზარე სახლში ინახულა. ფაქტის ამსახველი ფოტოები ლაზარემ სოციალურ ქსელში ატვირთა. რაც მედიაში მოხვდა. საზოგადოების ნაწილის მხრიდან გავრცელებულ ფოტოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.  ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ბავშვები შადრევანთან თამაშობდნენ, რომლებსაც ბურთი ჩაუვარდათ შადრევანის აუზში. 2 ბიჭი ბურთის ამოსაღებად ჩავიდან აუზში, თუმცა იქიდან ამოსვლა ვერ მოახერხეს. ამ დროს მათ საშველად გოგონა  ჩავიდა. ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებდა აუზიდან ამოსვალას. სამივეს დენმა დაარტყა. ბავშვების გადასარჩენად აუზში მამაკაცი ჩავიდა, რომელსაც თვითმხილველების თქმით დენი ურტყამდა, თუმცა ბავშვები არ მოუტოვებია და აუზიდან ამოყვანა.მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვების გადასარჩენად აუზში ჩავიდა ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილია. 3 ბავშვიდან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხოლო 2 ბიჭი თბილისში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში იყო მოთავსებული. ამ დროისთვის ორივე მოზარდი სახლში იმყოფება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვები თბილისის №55 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს შსს-მ მომხდარ ფაქტზე 9 პირი დააკავა.