სამი დღეა პარლამენტთან მხვდება ერთი რუსი კაცი და სადღაც წაყოლას მთხოვს - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი. ამ ფაქტს გუშინ ტვ პირველის მანქანის მძღოლი შეესწრო. გუშინწინ სოფო ჯაფარიძე.
რუსეთის მოქლაქე, უცნობი კაცი, რომელიც მელაპარაკება გაუგებრად და მთხოვს სადღაც წაყოლას.
პირველი ორი დღე ყურადღება არ მივქციე, დღეს, უკვე სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა.
პარლამენტის დაცვამ მომაქცია ყურადღება და პოლიციას გამოუძახა.
პარლამენტთან რუსეთის მოქალაქე, გაურკვევლი კაცი მხვდება ყოველ დღე 🙂 ..
პ.ს. პოლიციამ მართლა ოპერატიულად მოახდინა რეაგირება. ახლაც არკვევს როდის ჰქონდა საზღვრის კვეთა, რატომ შემოვიდა საქართველოში, რა მიზნით.. “ - წერს დეკანოიძე.